ლა ლიგა "ბარსას" მესის დარეგისტრირებაში დაეხმარება - რას ფიქრობენ ამაზე "რეალში"

ლა ლიგა "ბარსას" მესის დარეგისტრირებაში დაეხმარება - რას ფიქრობენ ამაზე "რეალში"

არგენტინელი მეგავარსკვლავი, ლიონელ მესი კვლავ თავისუფალი აგენტია და წესით ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ "ბარსელონა" ყველა იმ ფინანსურ პრობლემას არ მოაგვარებს, რაც ლეოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას უშლის ხელს.

ერთი ხანობა, "ბლაუგრანა" ისეთ მდგომარეობაში გახლდათ, რომ "ლა პულგას" ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო სეზონისთვის დარეგისტრირებაც შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ბოლო ცნობების თანახმად, კატალონიელებს ლა ლიგა გარკვეულ დახმარებას გაუწევს.

ესპანურმა Onda Cero-მ დღეს გვამცნო, თუ რას ფიქრობენ "ბარსელონას" მოსისხლე მტრის, მადრიდის "რეალის" ბანააკში ამასთან დაკავშირებით.

წყაროს თანახმად, "სამეფო კლუბი" ლა ლიგის არ გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგება, რადგან მათ კარგად იციან, თუ რამხელა ფინანსური (და არა მარტო ფინანსური) სარგებელი მოაქვს მესის პრიმერასთვის.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელი თავისუფალი აგენტი 30 ივნისს გახდა. მას კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას უწინასწარმეტყველებენ.

 

 

1 თვის წინ
3751 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ