"ბარსელონაში" ახალი ბრილიანტი გამოჩნდა - 16 წლის ბიჭის საოცარი დებიუტი (ვიდეო)

"ბარსელონას" აკადემიიდან კიდევ ერთი სუპერხალგაზრდა გამოჩნდა. გავი - 16 წლის ნახევარმცველი, რომელსაც საოცარი ტალანტი აქვს. 

თინეიჯერი, რომელმაც "ბლაუგრანას" ძირითადი გუნდის მაისურით სადებიუტო მატჩი "ნასტიკის" წინააღმდეგ ჩაატარა, "ჟირონასთან" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, მოგვიანებით კი თამაშშიც ჩაერთო.

ესპანელმა იუსუფ დემირი ჩაანაცვლა და საოცარი შოუ შემოგვთავაზა, უამრავი ლამაზი ეპიზოდისა და ბურთზე ტოტალური კონტროლის თანხლებით.

გავის "ბარსა B"-ში, ესპანეთის მესამე დივიზიონშიც აქვს ნათამაშები, თუმცა მაინც მოულოდნელი იყო ის სიმშვიდე, რითაც ესპანელი მოქმედებდა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგი მინდორზე საუკეთესოც კი გახლდათ.

ახალგაზრდას შეტევისაც არ ეშინოდა და პირველივე შესაძლებლობისთანევე, მეტოქის კარისკენ მიიწევდა.

გავის ყოფილმა მწვრთნელმა, ფრენკ არტიგამ თავის ბოლო ინტერვიუში ამ ბიჭზე შესანიშნავი სიტყვები თქვა:

"ის ძალიან ტექნიკურია. გავის წამის მეათედებში შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და იმპროვიზირება.

ძალიან რთულია, რომ იპოვო ასეთი ფეხბურთელი, რომელსაც მსგავსი უნარები გააჩნია."

"ბარსელონას" მომდევნო ამხანაგური მატჩი 31 ივლისს, "შტუტგარტის" წინააღმდეგ ელოდება და იმედი ვიქონიოთ, რომ გავის თამაშს კიდევ ერთხელ ვნახავთ.

1 თვის წინ
8138 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ