2 წლის და 7 თვის წინ
გადამწყვეტი 48 საათი - "ბარსა" რომეუს შეუთანხმდა
ავტორი
Aa
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ორიოლ რომეუს კონტრაქტზე შეუთანხმდა.
ესპანელი ნახევარმცველი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელსაც დამატებით 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივა ექნება.
მომდევნო 48 საათში "ბლაუგრანა" გადაწყვეტს, ღირს თუ არა აქტიური მუშაობის დაწყება რომეუს ტრანსფერზე. თუ "ბარსაში" მივლენ იმ დასკვნამდე, რომ რომეუ უნდა გაიფორმონ, "ჟირონასთან" მოლაპარაკებებსაც დაიწყებენ.
Mundo Deportivo წერს, რომ კატალონიური კლუბი 31 წლის შუახაზელს 8 მილიონ ევროდ აფასებს.
რომეუს "ჟირონა" მხოლოდ მაშინ გაუშვებს, თუ "ბარსა" ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას - 8 მილიონ ევროს გადაიხდის. ცხადია, ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონებს ორიოლის უფრო იაფად შეძენა უნდათ.
გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში ესპანელმა 2 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი