კატალონიის "ბარსელონას მთავარმა მწრთვნელმა, ჩავი ერნანდესმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ყველა ტურნირზე წარმატებით გამოსვლა გვინდა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც. ეს ბარსელონაა და ამ გუნდში ყოველთვის წინ უნდა ისწრაფოდე.
"ფანები ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ და ეს ნორმალურია. ყველას გვინდა ტიტულების მოპოვება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მოგებაც. ახლა გუნდი კარგ მდგომარეობაშია და ჩემპიონთა ლიგაზე რევანშისთვის მზად არის.
"ვფიქრობ, ახალწვეულების წყალობით უფრო უკეთესები გავხდებით. მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება და ამას არც ვმალავთ. ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა.
"1/8 ფინალით, ან 1/4 ფინალით არ დავკმაყოფილდებით, ფინალისკენ ვისწრაფვით, თუმცა, ფავორიტები არ ვართ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის გათვალისწინებით", - განაცხადა ჩავიმ.