"ბარსელონა" ლუკას ერნანდესით დაინტერესდა

"ბარსელონა" ლუკას ერნანდესით დაინტერესდა

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ბარსელონას" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" მცველი, ლუკას ერნანდესი გამოჩნდა, თუმცა ფრანგის "ალიანც არენადან" წამოყვანა "ბლაუგრანას" ძალიან გაუჭირდება, ამის მთავარი მიზეზი კი მისი ღირებულებაა.

ლუკასი ბავარიელებს 2019 წელს, მადრიდის "ატლეტიკოდან", 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მიუნხენურ გრანდში იგი უკვე 2 წელია ირიცხება, თუმცა გუნდის საკვანძო ფიგურად მაინც ვერ იქცა.

ერნანდესმა ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონების მაისურით ჩატარებულ 62 შეხვედრაში გოლისა და 5 ასისტის მითვლა შეძლო. ბოლო სეზონი მისთვის შედარებით უკეთესი გამოდგა და ალბათ ამიტომაცაა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" მისით დაინტერესდნენ.

"ბარსამ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ერიკ გარსია დაიმატა, თუმცა დაცვის ცენტრში პრობლემები კვლავ რჩება. ეს პრობლემები მით უფრო გაღრმავდება, თუ გავრცელებული ცნობები დადასტურდება და გუნდს კლემან ლენგლე და სამუელ უმტიტი დატოვებენ, რაც "კამპ ნოუზე" ახალი უკანახაზელის მოყვანის საჭიროებას გაზრდის.

კატალონიური გრანდი აქამდეც ბევრ ცენტრალურ მცველს დაუკავშირეს. ბოლო მათგანი მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" გერმანელი ფეხბურთელი, მატიას გინტერი გახლდათ და როგორც ჩანს, ჟოან ლაპორტა კვლავ ბუნდესლიგაში ტრიალებს.

ლუკასს დაცვის მარცხენა ფრთაზეც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში. ფრანგის შეძენით "ბარსელონა" ორ კურდღელს ერთდროულად მოკლავდა, რადგან ხელმძღვანელობა ჟორდი ალბას შემცვლელის დამატებაზეც ფიქრობს.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ "ბარსა" ერნანდესს ამ ზაფხულს ვერ შეიძენს, რადგან ამის საშუალებას თავისი ფინანსური მდგომარეობა ვერ მისცემს. თუმცაღა, არაა გამორიცხული, კატალონიურმა გრანდმა ახალგაზრდა უნივერსალის ტრანსფერზე მომავალში იფიქროს.

1 თვის წინ
523 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ