"ბარსელონას" ულტიმატუმი დემბელეს – ფრანგის პოზიცია ["Mundo Deportivo"]

"ბარსელონას" ულტიმატუმი დემბელეს – ფრანგის პოზიცია ["Mundo Deportivo"]

"Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ჯერ კიდევ არ აქვს მიღწეული შეთანხმება უსმან დემბელესთან, კატალონიურ კლუბს იმედი აქვს საბოლოო გარიგების.

წყაროზე დაყრდნობით, "ბლაუგრანა" 24 წლის შემტევის წარმომადგენლებს პერმამენტულად უკავშირდება ინტერნეტის მეშვეობით.

თავად დემბელეს ეშინია სათამაშო დროის არ მიღების მას შემდეგ, რაც ტრავმას მოიშუშებს და გუნდს დაუბრუნდება. ამის მიზეზი მარტივია – "ბარსამ" დაიმატა დეპაი და აგუერო; ანსუმანე ფატიც ახალი სეზონისთვის მზად იქნება.

მეორე მხრივ, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სურთ გამორიცხონ უსმანის მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგება "კამპ ნოუდან". შესაბამისად, თუ იგი ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, "ბარსელონა" მას 2021/22 წლების სეზონში არ ათამაშებს.

1 თვის წინ
1209 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ