ჰოლანდი: "ეს თანხა ერთი მოთამაშისთვის ძალიან ბევრია"

ჰოლანდი: "ეს თანხა ერთი მოთამაშისთვის ძალიან ბევრია"

ერლინგ ჰოლანდმა დუმილი დაარღვია და თავის მომავალზე ისაუბრა.

"ჩემს აგენტთან მთელი თვე არ მისაუბრია. ვიმედოვნებ, რომ 175 მილიონ ევროზე გავრცელებული ინფორმაცია ჭორია, ეს თანხა ერთი მოთამაშისთვის ძალიან ბევრია. 

პირველ რიგში, კონტრაქტში 3 წელი მაქვს კიდევ დარჩენილი. აქ ყოფნა მსიამოვნებს. რა თქმა უნდა, ტიტული (გასული სეზონის გერმანიის თასი) ძალიან მნიშვნელოვანი იყო", – დასძინა ნორვეგიელმა ცენტრფორვარდმა.

გავრცელებული ცნობებით, 21 წლის ფეხბურთელი ჟოან ლაპორტას 2021 წლის სატრანსფერო ფანჯრის დიდი სამიზნე გახლდათ. "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობის ფონზე ჰალანდის ტრანსფერის გაჩარხვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

1 თვის წინ
1358 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ