რონალდ კუმანმა "ბარსელონას" 2 სამიზნე დაიწუნა

რონალდ კუმანმა "ბარსელონას" 2 სამიზნე დაიწუნა

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა კლუბისადმი შეთავაზებული 2 ფეხბურთელი დაიწუნა, - იტყობინება ხერარდ რომერო.

წყაროს თანახმად, ნიდერლანდელი სპეციალისტი რენატო სანჩესისა (ლილი) და კრისტიან რომეროს კანდიდატურებმა ვერ მოხიბლა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს "ბლაუგრანაში" ერთწლიანი იჯარით გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ. მას ასევე უკავშირებენ მერსესაიდულ "ლივერპულსაც".

რაც შეეხება რომეროს, 23 წლის არგენტინელეს ლონდონის "ტოტენჰემს" აქტიურად უკავშირებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ამ ტრანსფერების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსი ნამდვილად არ ჰქონიათ, ამიტომ დიდად დასანანი არც არაფერია.

1 თვის წინ
559 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ