პენალტების ექსპერტი - მემფის დეპაის შესანიშნავი სტატისტიკა

პენალტების ექსპერტი - მემფის დეპაის შესანიშნავი სტატისტიკა

ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ "ბარსელონას" მაისურით თავისთვის სადებიუტო გოლი 24 ივლისს, "ჟირონას" წინააღმდეგ შეაგდო.

27 წლის ფორვარდმა კატალონიური კლუბის კარში დანიშნული პენალტი უზადოდ შეასრულა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

საინტერესოა, რომ მემფისის მიერ დარტყმული ბოლო 16 პენალტიდან ("ჟირონასთან" გატანილი არ ითვლება) , კლუბსა და ნაკრებში, 15 შედეგიანი გამოდგა, რაც 94%-ს შეადგენს.

ბუნებრივია, "ბლაუგრანას" შტატიანი პენალტისტის წოდებას ლეო მესის ვერავინ წაართმევს, თუმცა დეპაის ეს სტატისტიკა მაინც სასიამოვნოა.

გასულ სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მხრიდან პენალტები არა მხოლოდ ლეომ, არამედ ანტუან გრიზმანმა, მარტინ ბრეითუეიტმა, უსმან დემბელემ და მირალემ პიანიჩმაც გააფუჭეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გუნდში თერთმეტმეტრიანების ახალი, სანდო შემსრულებელი გამოჩნდა.

 

1 თვის წინ
778 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ