"უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი" - მემფის დეპაის ვრცელი ინტერვიუ

"უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი" - მემფის დეპაის ვრცელი ინტერვიუ

"ბარსელონას" ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელსაც აქ სრულად გთავაზობთ:

"ჩემი პირველი დღე? ყველა კეთილგანწყობილი იყო. გასახდელში თბილად მიმიღეს და ამან თავი კომფორტულად მაგრძნობინა. რა თქმა უნდა, ვარჯიშის დონე მაღალია, მაგრამ მთავარი, რაც მაბედნიერებს, იმის შეგრძნებაა, რომ აქ საჭირო ვარ."

"ბარსას" არჩევა? ეს დიდი კლუბია. ვფიქრობ, რომ იგი ჩემს სათამაშო სტილს მიესადაგება. ქალაქიც ძალიან მომწონს. გადაწყვეტილების უკან ბევრი მიზეზი იდგა."

"პირველად როდის გავიგე "ბარსელონას" ინტერესის შესახებ? ალბათ, ერთი წლის წინ, სადღაც ამ დროს. ის დღე მახსოვს. თავს შესანიშნავად გრძნობ, როცა იგებ, რომ შენით ასეთი კლუბი ინტერესდება. ამას თავდაჯერება სხვა საფეხურზე აყავს და გეუბნება, რომ საქმეს კარგად აკეთებ."

"ვნერვიულობდი თუ არა ტრანსფერის წინ? არა. ბედნიერი და აღელვებული ვიყავი, რადგან ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ულამაზესი დღე იყო. მადლობელი ვარ, რომ ეს გამოვცადე."

"ტატუები? მათი ჩვენება ადვილია, რადგან ყველგან თან დამყვებიან. პირველი მკლავზე გავიკეთე, 15 წლის ასაკში. ამის კეთება ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე და მივეჩვიე. ზოგი ტატუ სამოტივაციო სიტყვებია, ზოგიც მოგონება - ხან ცუდი, ხან კარგი."

"როცა სტადიონზე მიდიხარ და მუზეუმს ნახულობ, გრძნობ, რომ ისტორიაში მოგზაურობ. ხედავ ტიტულებს და ამ მომენტში ხვდები, თუ რაოდენ დიდი კლუბის ნაწილი გახდი."

"რაც უფრო მეტი დღე გადის, მით უფრო მეტ ფეხბურთელთან საუბრობ. ხედავ, თუ როგორ ვარჯიშობენ და თამაშობენ ისინი და როგორი ბუნებრივები არიან. ეს ახალი სამსახურის დაწყებასავითაა. ახალი ნაცნობები მაბედნიერებენ. ზოგიერთების წინააღმდეგ მითამაშია კიდეც: ანტუანთან, პიკესთან..."

"სათამაშო ნომერი? კარგი შეკითხვაა. არ ვიცი. ვნახოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არაა. მე ჩემი ადგილის მოპოვებისთვის ვიბრძოლებ და ნომერიც მოვა."

"ჩემზეა დამოკიდებული, რომ მწვრთნელს ვაჩვენო, ვიმსახურებ თუ არა სასტარტო შემადგენლობაში ყოფნას."

"თავდასხმის სამივე პოზიციაზე შემიძლია თამაში."

"ვიცი, რასაც ელოდება კუმანი ჩემგან. აქ უნდა ვაკეთო ის, რასაც ეროვნულ ნაკრებში და "ოლიმპიკ ლიონში" ვაკეთებდი. ვეცდები, რომ გუნდს იგივე ხარისხი შევთავზო."

"რამდენ დროს ვატარებ მობილურ ტელეფონთან? არ ვიცი, ბევრს არა."

"პირველი დღეები ქალაქში? ბარსელონა ულამაზესი ქალაქია. ამინდი შესანიშნავია, საჭმელი - გემრიელი, ხოლო ხალხი - მეგობრული. ეს საფეხბურთო კლუბისა და ქალაქის საუკეთესო კომბინაციაა. უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი."

"სახლი ბარსელონაში? აქ სულ 1 კვირაა მოვედი, ჯერ არ ვიცი, თუმცა ადგილი აუცილებლად უნდა მოვძებნო."

შეგახსენებთ, რომ 27 წლის თავდამსხმელი "ბარსამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით, "ოლიმპიკ ლიონიდან" დაიმატა. მან კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შეიძლება კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს.

1 თვის წინ
327 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ