ჟოან გამპერის თასის ფინალი უმაყურებლოდ ჩაივლის

ჟოან გამპერის თასის ფინალი უმაყურებლოდ ჩაივლის

ჟოან გამპერის თასის ფინალს მაყურებელი არ დაესწრება, - იტყობინება Cat.Radio.

როგორც იცით, "ბარსელონას" დამაარსებლის სახელობის თასის ფინალში "ლურჯ-ბროწეულისფერები" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდებიან.

"ბლაუგრანაში" სურდათ, რომ ამ ჯახისთვის "კამპ ნოუს" ნახევარი მაინც გაევსოთ. საუბარი იყო ადგილების 20%-ის შევსებაზე, თუმცა, საბოლოოდ, გამოდის, რომ შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.

ბუნებრივია, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჯახი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სტადიონზე უამრავ ქომაგს მოიზიდავდა, მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" პრესეზონზე უკვე ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე მოიგო. კატალონიელებმა ჯერ "ნასტიკი" გაანადგურეს (4:0), შემდეგ კი "ჟირონას" სძლიეს (3:1).

"ბიანკონერისთან" შეხვედრამდე რონალდ კუმანის შეგირდები გერმანულ "შტუტგარტსა" და ავსტრიულ "ზალცბურგსაც" გაეჯიბრებიან.

1 თვის წინ
166 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ