"შენ არასდროს მოკვდები" - პუჩი და პიკე ტვიტერზე ლაზღანდარობენ

"შენ არასდროს მოკვდები" - პუჩი და პიკე ტვიტერზე ლაზღანდარობენ

"ბარსელონას" 34 წლის მცველი, ხერარდ პიკე სოციალურ ქსელში რომ ხშირად ენამახვილობს, ეს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ცნობილი ფაქტია.

გამოცდილი უკანახაზელის სამიზნეში ამჯერად რიკი პუჩი მოექცა. რიკის ფოტო დღეს "ბლაუგრანას" ოფიციალურმა გვერდმა ტვიტერზე ატვირთა, ხერარდმა კი მის ქვეშ ცნობილი ფეხბურთელის გვარი დააკომენტარა: "ვან პერსი".

უნდა ითქვას, რომ 22 წლის ნახევარმცველი ამ ფოტოში მართლაც ძალიან ჰგავს ნიდერლანდელს, რომელსაც კარიერა საკმაო ხანია, რაც დასრულებული აქვს.

"შენ არასდროს მოკვდები," - ასე მიუგო პუჩმა პიკეს და მიანიშნა, რომ თავისი თანაგუნდელი ლაზღანდარობას არასდროს მოეშვებოდა.

"ვიცი," - ეს კი ხერარდის პასუხი გახლდათ.

1 თვის წინ
1094 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ