"ბარსელონას" ევრო2020-ის 3 ნახევარფინალისტი დაუბრუნდა

"ბარსელონას" ევრო2020-ის 3  ნახევარფინალისტი დაუბრუნდა

Mundo Deportivo-ს გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და მარტინ ბრეითუეიტი ბარსელონაში დაბრუნდნენ.

ევრო 2020-ის ნახევარფინალისტები ჯერ სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებენ და გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდებიან.

ცნობისთვის, რონალდ კუმანის შეგირდები დღეს გერმანიაში გაემგზავრებიან, რათა იქ შეკრება გამართონ.

შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსსა და ალბას ხელფასების შემცირებაზე თანხმობა ჯერ არ უთქვამთ. ბოლო ცნობების მიხედვით, კლუბში ჟორდის გაყიდვაზეც ფიქრობენ.

რაც შეეხება ბრეითუეიტს, უდიდესი ალბათობით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მას გაყიდიან.

1 თვის წინ
149 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ