თუ "ბარსელონა" "ატლეტიკო პარანაენსეს" უახლოეს 24 საათში საჭირო დოკუმენტებს არ გაუგზავნის, ბრაზილიურმა კლუბმა შეიძლება ვიტორ როკეს თაობაზე არსებული შეთანხმება ჩაშალოს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი როხერ ტორელო.
წყაროს თანახმად, კლუბი "ბლაუგრანასთან" მოთმინებას კარგავს.
"მანჩესტერ იუნაიტედი", "პარი სენ-ჟერმენი" და "ტოტენჰემი" 18 წლის ფორვარდით აქტიურად ინტერესდებიან.
MD წერს, რომ ზოგიერთი კლუბი მზადაა, ბრაზილიაში საკუთარი წარმომადგენელი გაამგზავროს და "ატლეტიკო პარანაენსე" ტრანსფერზე დაითანხმოს. როკეს მსურველები იმაზე 3-ჯერ დიდ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე მას "ბარსელონა" გადაუხდის.
იმ შემთხვევაში, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ტრანსფერს უახლოეს 24 საათში არ დახურავენ, მათ შეიძლება ვიტორიც ისე დაკარგონ, როგორც არდა გიულერი დაკარგეს.
"ბარსასთვის" სანუგეშო შეიძლება ის იყოს, რომ ბრაზილიელ სუპერტალანტს მხოლოდ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სურს თამაში, თუმცა "ბლაუგრანამ" მაინც უნდა იჩქაროს.
ცნობისთვის, 2023 წელს როკეს 21 გოლი აქვს გატანილი.