"ბარსელონასთვის" 2022/2023 წლების სეზონი ისტორიული გამოდგა - კატალონიელთა 6-მა სპორტულმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო (მამაკაცთა საფეხბურთო გუნდმა, ქალთა საფეხბურთო გუნდმა, საკალათბურთო გუნდმა, ხელბურთის გუნდმა, დარბაზის ჰოკეის გუნდმა და ფუტსალის გუნდმა.
"ბლაუგრანამ" დღეს შემოსავლების ნუსხაც გამოაქვეყნა, სადაც რეკორდულ მაჩვენებლებს ვხვდებით.
შემოსავალი კლუბის სპორტული კომპლექსებიდან: 154.8 მილიონი ევრო. "ბარსას" თქმით, ეს მოსალოდნელზე 18%-ით მაღალი მაჩვენებელია.
შემოსავალი "სპოტიფაი კამპ ნოუდან": 97.6 მილიონი ევრო. გასულ სეზონში რეკორდი დამყარდა, რადგან კლუბმა 1 მილიონზე მეტი ბილეთი ისტორიაში პირველად გაყიდა.
შემოსავალი ქალთა გუნდისგან: 2.7 მილიონი ევრო. კიდევ ერთი რეკორდი. კლუბის თქმით, არასდროს მიუღიათ ამხელა შემოსავალი ქალთა გუნდის მატჩებზე გაყიდული ბილეთებისგან.
შემოსავალი საკალათბურთო გუნდისგან: 4.5 მილიონი ევრო. ესეც სარეკორდო მაჩვენებელია.
შემოსავალი "ბარსელონას" მუზეუმიდან: 42 მილიონი ევრო. რეკორდული მაჩვენებელი კალენდარულ წელიწადში.
შემოსავალი ახალი სასპონსორო ხელშეკრულებებიდან: 97.6 მილიონი ევრო. "ბარსელონას" სპონსორებისგან ამდენი ფული აქამდე არასდროს მიუღია.