3 წლის და 3 თვის წინ
ძველი ანსუ ბრუნდება? - რას აკეთებს ფატი ზაფხულში
ავტორი
Aa
ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონას" ანსუ ფატის გაყიდვა სურდა, მაგრამ ესპანელმა თავდამსხმელმა გუნდიდან წასვლაზე უარი განაცხადა.
დღევანდელი მოცემულობით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანი თავს მშვიდად უნდა გრძნობდეს, რადგან მის შესაძლო აბარგებაზე საუბარი უკვე აღარც მიმდინარეობს.
როგორც ჩანს, 20 წლის თავდამსხმელს დრო უქმად არ დაუკარგავს. ამაზე Mundo Deportivo-ს დღევანდელი ცნობა მეტყველებს.
MD-ს თქმით, სეზონის დასრულებისთანავე ანსუმ სპეციალური ფიზიკური პროგრამის მიხედვით დაიწყო ვარჯიში, რომელიც ფიზმომზადების გაუმჯობესებაზე გახლავთ ორიენტირებული.
ფატის საკუთარი საუკეთესო ვერსიის დაბრუნება და "ბლაუგრანას" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება უნდა.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ფატიმ 10 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დახურა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი