ვიტორ როკეს "ბარსელონაში" ტრანსფერი დღეს ან ხვალ გაოფიციალურდება, - იუწყება Mundo Deportivo.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ბრაზილიელ თავდამსხმელს ახლა შეიძენენ, მაგრამ, თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, იგი გუნდს 2024 წლის იანვარში შეუერთდება.
წყაროს თანახმად, შეიცვალა "ატლეტიკო პარანაენსესთვის" გადასახდელი თანხის სტრუქტურა. თავდაპირველად კლუბები ფიქსირებულ 35 მილიონ ევროსა და 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებზე შეთანხმდნენ, მაგრამ ახლანდელი ფორმულა სხვანაირია - ფიქსირებული 30 მილიონი ევრო + 20 მილიონი ევრო + 5 მილიონი ევრო როკეს მიერ ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში.
ბრაზილიურმა კლუბმა უკვე მიიღო ტრანსფერის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტები.
შეგახსენებთ, რომ როკეთი "პსჟ", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდნენ, თუმცა სუპერტალანტმა "ბარსა" აირჩია.