კვირას "ბარსელონას" ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩი ელის. კატალონიური გრანდი შინ "სევილიას" მიიღებს და წარმატებული სერიის გაგრძელებას.
"ბლაუგრანას" ფეხბურთელები სატიტულო ბრძოლაში არიან ჩართულნი და მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან, თუმცა ხვალინდელი შეხვედრისთვის მათ დამატებითი მოტივაციაც მიიღეს.
ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესმა თავისი შემადგენლობის დაჯილდოვება გადაწყვიტა.
იმ შემთხვევაში, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" კვირას "სევილიას" მოუგებენ, ისინი ორდღიანი დასვენების შესაძლებლობას მიიღებენ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ბარსას" სავარჯიშო სესიების ჩატარება-ჩაუტარებლობა მატჩების შედეგებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ამა წლის პირველ იანვარს მოთამაშეებს უნდა დაესვენათ, მაგრამ "ესპანიოლთან" ნათამაშები ყაიმის გამო, ჩავიმ მათ ვარჯიში მაინც დაუნიშნა.
აქვე გეტყვით, რომ კატალონიურ-ანდალუსიური დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.