logo

უკეთ, ვიდრე მთელი "ბარსა" - ჰოლანდის საოცარი შედეგი

უკეთ, ვიდრე მთელი "ბარსა" - ჰოლანდის საოცარი შედეგი

გასული წლიდან მოყოლებული "ბარსელონა" ნორვეგიელ სუპერტალანტს, ერლინგ ჰოლანდს აკვირვებოდა, მაგრამ "ბარსას" საბოლოოდ დორტმუნდის "ბორუსიამ" აჯობა.

დღეის გადმოსახედიდან კი ჩანს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" თავიანთი პასიურობით უდიდესი შეცდომა დაუშვეს.

"პარის სენ ჟერმენთან" შესრულებული დუბლის შემდეგ, 19 წლის თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 10 გატანილი გოლი დაუგროვდა. შედარებისთვის, "ბლაუგრანას" მთლიან შემადგენლობას სულ 9 ბურთი აქვს შეგდებული.

იმედი ვიქონიოთ, რომ "ნაპოლისთან" შეხვედრის შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერები" მიზნის მიღწევას შეძლებენ და ჰოლანდს გადაასწრებენ.

4 თვის წინ
460 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ