1 წლის და 4 თვის წინ
რა შემთხვევაში შეუერთდება როკე "ბარსას" ახლავე
რა შემთხვევაში შეუერთდება როკე "ბარსას" ახლავე

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ"' "ატლეტიკო პარანაენსედან" ვიტორ როკეს ტრანსფერი დახურა. ოფიციალური განცხადება ჯერ არ ყოფილა, თუმცა შეთანხმება ბევრმა სანდო წყარომ დაადასტურა.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბრაზილიელი თავდამსხმელი "ბლაუგრანას" 2024 წლის იანვარში შეუერთდება, რადგან კლუბი მის ახლა დარეგისტრირებას ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ მოახერხებს.

მიუხედავად ამისა, ხავი მიგელი წერს, რომ როკე "ბლაუგრანას" შეიძლება მიმდინარე ზაფხულსვე შეუერთდეს.

საამისოდ კატალონიელებმა სახელფასო განაკვეთში 25 მილიონი ევრო უნდა გამოათავისუფლონ. ეს ფერან ტორესის ან ფრანკ კესიეს გაყიდვით მიიღწევა.

ცხადია, ჩავის უნდა, რომ როკე ახლავე დაიმატოს, თუმცა "ბარსას" მესაჭემ გუნდის პრობლემების შესახებაც კარგად იცის.

ცნობისთვის, 2023 წელს ვიტორს 21 გოლი აქვს გატანილი.


Facebook კომენტარები