2 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონადან" გაშვება 4 ფეხბურთელს ემუქრება
"ბარსელონადან" გაშვება 4 ფეხბურთელს ემუქრება

Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა "ბარსელონას" იმ ფეხბურთელების შესახებ დაწერა, რომელთა გაყიდვის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

წყაროს თანახმად, გუნდის გამოცვლა შეიძლება ამ ოთხეულის წევრებს მოუწიოთ:

ფრანკ კესიე

ფერან ტორესი

ანსუმანე ფატი

ერიკ გარსია

განსაკუთრებით აქტიურად კატალონიელები კესიესთან და ტორესთან დამშვიდობებაზე მუშაობენ. კოტ-დ'ივუარელ ნახევარმცველს საუდის არაბულ კლუბებს უკავშირებენ, ესპანელი თავდამსხმელის გვართან კი "ასტონ ვილამ" გაიჟღერა.

რაც შეეხებათ ფატისა და გარსიას, მართალია, ისინი გასაყიდდთა სიაში რჩებიან, მაგრამ "ბარსა" ანსუში პოტენციალს ისევ ხედავს, ერიკს კი ჩავი ერნანდესი მაინც ენდობა.



Facebook კომენტარები