2 წლის და 9 თვის წინ
ყველაზე ახლოს მესისთან - "ბარსას" უდიდესი ტალანტი ჰყავს
ყველაზე ახლოს მესისთან - "ბარსას" უდიდესი ტალანტი ჰყავს

Mundo Deportivo-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლამინე იამალი "ბარსელონას" ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

ახალგაზრდა შემტევი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ხელშეკრულებაზე 13 ივლისს მოაწერს ხელს, რადგან სწორედ 13 ივლისს შეუსრულდება 16 წელი. 16 წელი კი ის ასაკია, საიდანაც პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება ხდება შესაძლებელი.

ჩავი ლამინეზე დიდ იმედებს ამყარებს და მას პირველ გუნდშიც მიეცემა შანსი.

სხვათა შორის, ჟურნალისტმა დავიდ ბერნაბეუ რევერტერმა დღეს მეტად საინტერესო რამ თქვა:

"ბევრი ექსპერტის აზრით, ლამინე იამალი ლიონელ მესისთან ყველაზე ახლოს მდგარი ფეხბურთელია, რომელიც "ლა მასიაში" აღზრდილა."

ცხადია, "ყველაზე ახლოს მდგარში" იამალის პოტენციალი იგულისხმება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელს "ბლაუგრანას" ძირითად გუნდში დებიუტი ამა წლის 29 აპრილს ჰქონდა. "რეალ ბეტისთან" შეხვედრაში მას 7 წუთი დაეთმო.


Facebook კომენტარები