1 წლის და 9 თვის წინ
პედრიმ "ბარსაში" გატანილი თავისი საყვარელი გოლი დაასახელა
პედრიმ "ბარსაში" გატანილი თავისი საყვარელი გოლი დაასახელა

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა პედრი გონსალესმა ვებსაიტ Weibo-ს მისცა ინტერვიუ.

სხვა მრავალ საკითხთან ერთად, 20 წლის ვარსკვლავმა პაბლო გავისთან ურთიერთობის, თავისი საყვარელი გოლისა და ჩავისგან მიღებული რჩევების შესახებ ისაუბრა:

"გავისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვარჯიშებზე დროს ერთად ხშირად ვატარებთ. იმის გამო, რომ გავის მართვის მოწმობა ჯერ არ აუღია, მანქანით მე დამყავს ხოლმე. ჩვენი ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. იგი გუნდში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია."

"ჩემი საყვარელი გოლი "ბარსელონაში"? ყველა განსაკუთრებულია, მაგრამ თუ ერთი უნდა ავირჩიო, "სევილიასთან" შორი მანძილიდან გატანილ გოლს დავასახელებდი. იმ გოლმა 3 ქულა მოგვიტანა."

"ჩავიმ 10 გოლის გატანა მთხოვა. განსავითარებელი კიდევ ბევრი რამ მაქვს."

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პედრის ანგარიშზე უკვე 6 გოლია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა 5-ჯერ ლა ლიგაში შეაგდო, ერთი გოლიც კი ესპანეთის სუპერთასის ფინალში გაიტანა.


Facebook კომენტარები