"ბარსელონას" მიერ სატრანსფერო ბაზარზე მარჯვენა მცველის ძიების შესახებ Mundo Deportivo ახალ ცნობებს ავრცელებს.
წყაროს თანახმად, "რეალ ვალიადოლიდის" 18 წლის ფლანგელის, ივან ფრესნედას ტრანსფერის განხორციელების შანსი უფრო და უფრო მცირდება. ოპერაცია გამორიცხული არ არის, მაგრამ ფრესნედას ასაკი და ფასი კლუბში კონსესუსს არ იწვევს.
გარდა ამისა, "ბლაუგრანას" უფრო შემტევი ყაიდის მარჯვენა მცველი ესაჭიროება.
თითქმის გამორიცხულად მიიჩნევა "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ვარსკვლავის, ჟოაუ კანსელუს გადაბირებაც. მთავარი ფაქტორი აქაც ფეხბურთელის მაღალი ღირებულებაა.
ამჟამად "ბარსელონას" ალტერნატივები არ მოეპოვება. კატალონიური გამოცემის მიხედვით, "ბარსაში" ფეხბურთელების გაყიდვას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ სატრანსფერო ბაზრის მსვლელობა ახალ ვარიანტებს გამოაჩენს.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, ჩავიმ ჟიულ კუნდე მარჯვენა მცველად მომდევნო სეზონშიც თამაშზე დაითანხმა.