3 წლის და 4 თვის წინ
რომეუ სასტარტოს წევრი იქნება - ჩავის გეგმები
ავტორი
Aa
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ორიოლ რომეუ "ბარსელონას" მომდევნო კვირაში შეუერთდება, - წერს SPORT.
წყაროს თანახმად, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი 31 წლის ფეხბურთელთან უწყვეტ კონტაქტზეა.
როგორც ირკვევა, თუ საყრდენი ნახევარმცველი "ბლაუგრანაში" გადავა, იგი სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება. ჩავი ერნანდესი რომეუს ძირითად თერთმეტეულში სერხიო ბუსკეტსის ჩამნაცვლებლად ხედავს.
თავად რომეუ "ბარსაში" გადაბარგების პერსპექტივით შეპყრობილია. იგი ენთუზიაზმითაა განწყობილი და კატალონიურ გრანდში გადასვლას კარიერის უდიდეს გამოწვევად განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ "ჟირონა" ესპანელ შუახაზელს 8 მილიონ ევროდ აფასებს. გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში რომეუმ 2 გოლი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი