ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამონ მენეზესი აცხადებს, რომ ვიტორ როკე საკმარისად კარგია, რათა "ბარსელონაში" წარმატებას მიაღწიოს.
"ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მათ შორის ბრაზილიელებსაც, ადაპტაციის გასავლელი დრო სჭირდებათ.
ბრაზილიელი ფეხბურთელები ევროპაში ცოტა გვიან იხსნებიან. ეს ნორმალურია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ვიტორ როკეს "ბარსელონას" სტილთან ადაპტირება სწრაფად შეუძლია.
ფიზიკურად და ტექნიკურად, ის მზად არის. კარგად ესმის თამაში და ეს გაუადვილებს გუნდის ტაქტიკაში თავისი ადგილის პოვნას, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა. როკე ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. იცის, როდის შეუტიოს სივრცეს. აქვს ტალანტი, მაღალი სისწრაფე და გოლის ალღო.
"ბარსელონა" ბევრ რამეს შეიძენს. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელს იმატებენ.
ვიტორს წარსულში უჩვენებია, რომ ფლანგზე თამაში გამოსდის, მაგრამ "ატლეტიკო პარანაენსეში" იგი ცენტრალურ თავდამსხმელად ასპარეზობს და ამ პოზიციას მისთვის საუკეთესოდ მივიჩნევ," - თქვა მენეზესმა.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფორვარდის "ბლაუგრანაში" გადაბარგება დაადასტურა მისმა აგენტმაც. ოფიციალურ დასტურს ხვალ ველოდებით.
უდიდესი ალბათობით, როკე "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2024 წლის იანვარში შეუერთდება.