2 წლის და 7 თვის წინ
"ბარსა" ანსუს დაიტოვებს და ფერანს გაანათხოვრებს
ავტორი
Aa
ანსუ ფატი და ფერან ტორესი "ბარსელონას" ის შემტევები არიან, რომლებსაც გუნდის დატოვებას ყველაზე აქტიურად უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ბოლო კვირებში მათ ტრანსფერებზე რაიმე წინსვლა ნამდვილად არ ყოფილა.
ესპანელი ფორვარდების შესახებ ახალი ცნობები დღეს SPORT-მა გაავრცელა.
წყაროს თანახმად, ფატის წასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია.
რაც შეეხება ფერანს, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ეცდებიან, რომ 23 წლის შემტევი იჯარის წესით წასვლაში დაარწმუნონ. ტორესის მომდევნო კლუბი მიიღებს გამოსყიდვის უფლებასაც.
ცხადია, "ბლაუგრანაში" ურჩევნიათ, თავიანთი 11 ნომერი გაყიდონ, მაგრამ ეს შეუძლებელი ჩანს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანსუმ 10 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა თავი, ფერანმა კი 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი