სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას "ბარსელონადან" წასვლამ გუნდის ახალი კაპიტნის საკითხი აქტუალური გახადა.
მართალია, "ბლაუგრანას" კაპიტნის სამკლაურს შემადგენლობის ყველაზე სტაჟიანი წევრი ირგებს ხოლმე, რა პრინციპითაც ეს პასუხისმგებლობა სერხი რობერტომ უნდა იტვირთოს, თუმცა, ესპანურ პრესაში გაჟღერებული ცნობების მიხედვით, არაა გამორიცხული, ახალი კაპიტანი თავად ჩავი ერნანდესმა დაასახელოს.
სანამ ზუსტი ინფორმაცია გვეცოდინება, Sport-მა გავის მომხმარებლებში გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია, კაპიტნად ვისი ხილვა უნდათ ქომაგებს.
შედეგები ასეთია:
მარკ ანდრე ტერ შტეგენი - 26%
რონალდ არაუხო - 22%
ფრენკი დე იონგი - 16%
სერხი რობერტო - 11%
რობერტ ლევანდოვსკი - 11%
უსმან დემბელე - 6%
პედრი გონსალესი - 5%
პაბლო გავი - 2%
შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული წესის მიხედვით, კაპიტანთა ოთხეულში შესვლა სერხი რობერტოს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, უსმან დემბელესა და რონალდ არაუხოს უწევთ.