2 წლის და 9 თვის წინ
უფრო შემტევი "ბარსელონა" - რას გეგმავს ჩავი
უფრო შემტევი "ბარსელონა" - რას გეგმავს ჩავი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი მომდევნო სეზონში 3:4:3 ფორმაციის გამოყენებაზე ფიქრობს, - იუწყება La Vanguardia.

ამ განლაგებას მარჯვენა მცველის პოზიცია შეეწირება, რომელზეც კატალონიურ გრანდს ისედაც ძალიან უჭირს. Tribuna.com-ის ვარაუდით, ნახევარდაცვაში პედრი, ფრენკი დე იონგი და ილქაი გიუნდოგანი იმოქმედებენ, მარცხენა ფლანგი კი მთლიანად ალეხანდრო ბალდეს მიებარება.

თერთმეტეული შემდეგნაირი უნდა იყოს:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

დაცვა: ინიგო მარტინესი, ანდრეას კრისტენსენი, რონალდ არაუხო

ნახევარდაცვა: ალეხანდრო ბალდე, ილქაი გიუნდოგანი, ფრენკი დე იონგი, პედრი გონსალესი

თავდასხმა: რაფინია (ანსუ ფატი / პაბლო გავი), რობერტ ლევანდოვსკი, უსმან დემბელე 

ცხადია, ასეთი "ბლაუგრანა" გაცილებით უფრო შემტევი ხასიათის იქნება, მაგრამ არსებობს რისკი, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაცვის სიმწყობრე, რომელმაც გუნდს გასულ სეზონში ლა ლიგა მოაგებინა, დაირღვეს.


Facebook კომენტარები