2 წლის და 2 თვის წინ
"ბარსა" თავისი ყოფილი ნახევარმცველის დაბრუნებას ეცდება
"ბარსა" თავისი ყოფილი ნახევარმცველის დაბრუნებას ეცდება

"ბარსელონა" შეიძლება ტიაგო ალკანტარას დამატებით იყოს დაინტერესებული. აღნიშნულ ინფორმაციას SPORT ავრცელებს.

ესპანელ ნახევარმცველს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება. მაშასადამე, სავარაუდოა, რომ "წითლებს" ურჩევნიათ, ტიაგოს ახლა შეელიონ შეღავათიან ფასად და გაისად უფასოდ აღარ გაუშვან.

"ბლაუგრანას" ალკანტარა მისი მრავალმხრივობის გამო მოსწონს, რადგან ტიაგოს ნახევარდაცვის თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 32 წლის შუახაზელის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან.

გასულ სეზონში ტიაგომ 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 ასისტი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" ალკანტარასთვის მშობლიური კლუბია. იგი "ლა მასიას" 14 წლის ასაკში შეუერთდა, "ბარსელონას" ძირითადი გუნდის ღირსებას კი 2013 წლამდე იცავდა. სწორედ კატალონიური გრანდიდან შეუერთდა იგი "ბაიერნს". 


Facebook კომენტარები