1 წლის და 4 თვის წინ
"ბარსელონა" სილვას მიუბრუნდა - რას ემყარება კლუბის იმედი
"ბარსელონა" სილვას მიუბრუნდა - რას ემყარება კლუბის იმედი

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელ ნახევარმცველს, ბერნარდუ სილვას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა.

28 წლის ვარსკვლავი ჩავი ერნანდესის პრიორიტეტია ნახევარდაცვის გასაძლიერებლად.

"ბლაუგრანაში" იციან, რომ ტრანსფერი ძალიან რთული განსახორციელებელი იქნება. მიუხედავად ამისა, კატალონიელთა რწმენით, თუ "ქალაქელები" კარგ შეთავაზებას მიიღებენ, პეპ გვარდიოლა ბერნარდუს გაშვებას წინ არ აღუდგება.

გარდა ამისა, სილვას აგენტია ჟორჟე მენდეში, რომელსაც ჟოან ლაპორტასთან დიდებული ურთიერთობა აქვს.

"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს შეიძლება ბერნარდუს იჯარა+გამოსყიდვის ვალდებულების ფორმულით წაყვანა შესთავაზონ.

თავად ბერნარდუ "ბარსაში" წასვლის იდეით შეპყრობილია. მსგავსი რამ იწერებოდა გასულ ზაფხულს, თუმცა ტრანსფერი მაშინ არ შედგა.

გასულ სეზონში პორტუგალიელმა "სიტის" მაისური 55 მატჩში მოირგო, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.



Facebook კომენტარები