13 წლის ფანს დეპაისთან სელფი ძვირად დაუჯდა - რა სასჯელი მიიღო მან

13 წლის ფანს დეპაისთან სელფი ძვირად დაუჯდა - რა სასჯელი მიიღო მან

4 სექტემბერს, ნიდერლანდებმა მონტენეგროს საშინაო მოედანზე ანგარიშით 4-0 სძლია, თუმცა ეს მატჩი მასმედიის ყურადღების ცენტრში სხვა შემთხვევის გამო მოექცა.

მატჩის მიმდინარეობისას, 13 წლის გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და "ბარსელონას" ახალწვეულ მემფის დეპაისთან ფოტო გადაიღო.

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ქომაგს მოედანზე მისვლა 5 წლით აეკრძალა, ხოლო ფულადი ჯარიმის სახით 100 ევრო დაეკისრა.

ცნობისთვის, ფულადი ჯარიმა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფეხბურთის ფედერაციაში გულშემატკივრის დაბალი ასაკი გაითვალისწინეს და 450-ის მაგივრად, 100 ევროს გადახდა დააკისრეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 13 წლის ბავშვთან ერთად, ხსენებულ მატჩში მოედანზე კიდევ 15 ქომაგი შეიჭრა, შესაბამისად მათაც 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში მემფისმა დუბლი მიითვალა.

1 კვირის წინ
8968 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ