როგორ მიულოცა "ბარსელონამ" მესის პელეს რეკორდის დამხობა (ფოტო)

როგორ მიულოცა "ბარსელონამ" მესის პელეს რეკორდის დამხობა (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბოლივიას ჰეთ-თრიქი შეუსრულა, რითაც ისტორიული რეკორდი დაამყარა.

ლეოს არგენტინის ნაკრებში 79 გოლი დაუგროვდა და მან სამხრეთ ამერიკის ნაკრებების საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოიპოვა.

"ლა პულგამ" ლეგენდარულ პელეს აჯობა. ბრაზილიელის შედეგი 77 შედეგიანი დარტყმა გახლდათ.

34 წლის მეგავარსკვლავს ეს ისტორიული მიღწევა თავისმა ყოფილმა კლუბმა, "ბარსელონამ" მიულოცა.

"სამხრეთ ამერიკული ქვეყნების საუკეთესო გოლეადორი!

ბრწყინვალეა, ლეო!" - ვკითხულობთ "ბლაუგრანას" ოფიციალურ გვერდზე.

6 დღის წინ
3332 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ