პიანიჩი: "მასთან თამაში მესისთან თამაშზე მეტად მსიამოვნებდა"

პიანიჩი: "მასთან თამაში მესისთან თამაშზე მეტად მსიამოვნებდა"

როგორც იცით, "ბარსელონადან" "ბეშიქთაშში" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა იტალიურ გამოცემებს ინტერვიუ მისცა.

სხვა საინტერესო თემებთან ერთად, პიანიჩმა იმ თანაგუნდელზეც ისაუბრა, რომელთან ერთადაც ყველაზე მეტს ხალისობდა.

"დიბალას მხრებზე დიდი ტვირთი აწევს, მაგრამ ის უკვე ჩემპიონია.

საკმარისად იღბლიანი ვიყავი, რათა რონალდუსთან და მესისთან ერთად მეთამაშა. ორივენი განსაკუთრებულნი არიან, მაგრამ პაოლო არის ის, ვისთან ურთიერთობაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა.

ძალიან ლამაზი იყო მისთვის ხაზებს შორის პასებს გაკეთება. როცა პაოლოს მარტივი კომბინაციის გათამაშებას სთხოვდი, იცოდი, რომ ბურთს დაიბრუნებდი," - თქვა მირალემმა.

შეგახსენებთ, რომ პიანიჩმა "ბარსელონაში" ერთი სეზონი გაატარა. 2020 წელს იგი კატალონიელებმა ტურინის "იუვენტუსიდან" 60 მილიონ ევროდ შეიძინეს, შემდეგ კი იჯარით "ბეშიქთაშში" გაუშვეს.

5 დღის წინ
3350 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ