"მანჩესტერ იუნაიტედს" ფრენკი დე იონგის გადაბირების კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი.
El Pais-ს თუ დავუჯერებთ, "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს თავის ყოფილ შეგირდთან უნდა გაერთიანება და საამისოდ უკან არაფერზე დაიხევს.
ესპანური წყაროები ტენ ჰაგს უკვე უწოდებენ დე იონგით შეპყრობილ მწვრთნელს.
მანჩესტერელებმა 26 წლის ნახევარმცველის შესახებ "ბარსელონას" პირდაპირ ჰკითხეს, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ დე იონგი გუნდის ხელშეუხებელ წევრად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ "ემიუ" 2022 წლის ზაფხულშიც აქტიურად ცდილობდა ფრენკის დამატებას. მოარული ხმების მიხედვით, ამაზე თავად კატალონიურ გრანდშიც თანახმანი იყვნენ, მაგრამ დე იონგმა გუნდის გამოცვლა არ ისურვა.
გასული სეზონი ნიდერლანდელის "ბარსელონურ" კარიერაში საუკეთესო იყო. 43 მატჩში მან თავი 2 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.