"ბარსელონა" - "ბაიერნი" | ყველაფერი რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ

"ბარსელონა" - "ბაიერნი" | ყველაფერი რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ

როგორც იცით, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონს გახსნის. ტურნირს კატალონიელები მიუნხენის "ბაიერნთან" საშინაო მატჩით გახსნიან.


ტრავმები

"ბარსელონა": ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, მარტინ ბრეითუეითი, ოთხივე ტრავმირებულია და ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ასევე ამ თამაშისთვის ფორმაში არ იქნება სერჟინიო დესტი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა.

"ბაიერნი": "რეკორდმაისტერს" ამ მატჩში ვერ დაეხმარებიან სერჟ გრანბრი, კინგსლი კომანი და კორენტინ ტოლისო. სამივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს.


სავარაუდო შემადგენლობები

"ბარსელონა": მარკ-ანდრე ტრე შტეგენი; ოსკარ მინგეზა; რონალდ არაუხო; ხერარდ პიკე; ჟორდი ალბა; სერხიო ბუსკეტსი; პედრი; ფრენკი დე იონგი; იუსუფ დემირი; ფილიპე კოუტინიო; მემფის დეპაი.

"ბაიერნი": მანუელ ნოიერი; ბენჟამინ პავარი; დაიან უპამეკანო; ლუკას ერნანდეზი; ალფონსო დეივისი; ჯოშუა კიმიხი; ლეონ გორეცკა; ლეროი სანე; ტომას მიულერი; ჯამალ მუსიალა; რობერტ ლევანდოვსკი.


შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ტრანსლაციის ხილვა Silk-ზე შეგეძლებათ.

3 დღის წინ
987 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ