"ბარსელონას" რადარზე ანდრე ონანა დაბრუნდა

"ბარსელონას" რადარზე ანდრე ონანა დაბრუნდა

"ბარსელონას" რადარზე ამსტერდამის "აიაქსის" გოლკიპერი, ანდრე ონანა გამოჩნდა, - იტყობინება CBS Sports.

25 წლის მეკარეს ნიდერლანდელებთან კონტრაქტი გაისად ეწურება, რაც მას "ბლაუგრანასთვის" მომხიბლავ კანდიდატად აქცევს.

როგორც იცით, ახალგაზრდა მეკარეს 9 თვიანი დისკვალიფიკაცია გაუფორმეს, რომელსაც ვადა 4 ნოემბერს გასდის.

დისკვალიფიკაციის მიზეზი კი ანდრეს მიერ აკრძალული პრეპარატის მიღება გახდა.

საგულისხმოა ისიც, რომ კამერუნელი "ლა მასიას" აღზრდილი გახლავთ. მას ასევე "არსენალსა" და "ტოტენჰემს" უკავშირებდნენ.

 

2 დღის წინ
106 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ