"კამპ ნოუ" ჩემპიონთა ლიგას ფანებთან ერთად უბრუნდება

"კამპ ნოუ" ჩემპიონთა ლიგას ფანებთან ერთად უბრუნდება

"კამპ ნოუ" დღეს "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნის" ჩემპიონთალიგურ დაპირისპირებას უმასპინძლებს.

"ბლაუგრანას" საშინაო არენაზე დღეს ადგილების 40% შევსებული იქნება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "კამპ ნოუს" ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირის მატჩზე მაყურებელი ლამის ორი წელია, რაც არ ჰყოლია.

ბოლოს მსგავსი რამ 2019 წელს, "ბარსელონასა" და "ბორუსია დორტმუნდის" შეხვედრაში მოხდა.

სხვათა შორის, ის ჯახი კატალონიელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს. "ბარსას" მხრიდან თავი ლუის სუარესმა, ლეო მესიმ და ანტუან გრიზმანმა გამოიჩინეს, გერმანელთაგან კი გოლი ჯეიდონ სანჩომ შეაგდო.

 

 

2 დღის წინ
78 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ