კიმიხი: "ტერ შტეგენის მესმის, მაგრამ ნოიერი საუკეთესოა"

კიმიხი: "ტერ შტეგენის მესმის, მაგრამ ნოიერი საუკეთესოა"

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა El Pais-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან თავის თანამემამულე გოლკიპერებზე ისაუბრა.

"ვიცი, რომ ტერ შტეგენს გერმანიის სათადარიგო მეკარეობა არ მოსწონს.

მარკის მესმის. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ნოიერი მსოფლიოში საუკეთესოა," - თქვა იოზუამ.

როგორც იცით, "ბარსელონას" მეკარეს ბუნდესგუნდის კარის დაცვა მხოლოდ 2017 წლის კონფედერაციათა თასზე არგუნეს.

მართალია, ტერ შტეგენმა იმ ტურნირზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, მაგრამ ნოიერის პირველობა ეჭვქვეშ მაინც არასდროს დამდგარა.

ცნობისთვის, მანუელმაც და მარკმაც გასულ სეზონში კარი მშრალად 14-14-ჯერ შეინახეს.

დღეს ქომაგი მათ კიდევ ერთ დაპირისპირებას იხილავს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სწორედ "ბარსელონა" - "ბაიერნის" ჯახი გველოდება.

2 დღის წინ
113 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ