რა ელის კუმანს, თუ "ბარსა" "ბაიერნთან" დამარცხდება - ლაპორტას პასუხი

რა ელის კუმანს, თუ "ბარსა" "ბაიერნთან" დამარცხდება - ლაპორტას პასუხი

"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ჟურნალისტებმა კითხვა გუნდის თავკაც რონალდ კუმანის შესახებ დაუსვეს.

"გავუშვებთ თუ არა კუმანს, თუ დღეს "ბარსა" წააგებს? არა, მას არ დავითხოვთ.

კუმანი მომწონს და მისი მწამს. მასთან ძალიან ცივილური ურთიერთობა მაქვს," - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თავად ნიდერლანდელმა სპეციალისტმა დაადასტურა მასსა და ლაპორტას შორის არსებული დაძაბულობა.

ესპანური პრესის მიხედვით, 58 წლის სპეციალისტს კლუბი მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

ცნობისთვის, კუმანი "ბლაუგრანას" სათავეში 2020 წლის აგვისტოში ჩაუდგა. მას მერე, მან კოპა დელ რეი მოაგებინა.

2 დღის წინ
224 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ