კატასტროფა - "ბარსელონას" საზარელი მაჩვენებელი "ბაიერნთან" მატჩში

კატასტროფა - "ბარსელონას" საზარელი მაჩვენებელი "ბაიერნთან" მატჩში

როგორც იცით, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი საშინაო მარცხით გახსნა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სტუმრებს მინიმალური წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს და სავსებით სამართლიანადაც წააგეს, ანგარიშით 0:2.

"ბლაუგრანას" უსუსურობა იმაშიც გამოიკვეთა, რომ გუნდმა პირველი ტაიმის მანძილზე კარშიც ვერ მოახერხა დარტყმა.

თუ Opta-ს ვენდობით, 2003/2004 წლების სეზონის მერე (სეზონი, როცა ამ სტატისტიკის ათვლა დაიწყეს) პირველი შემთხვევაა, რომ "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველ ნახევარში და, ბუნებრივია, მთლიანად მატჩიც, მეტოქეს კარშიც ვერ დაურტყა.

მოცემულობა იმდენად მძიმეა, რომ ბუნებრივია, აქ რაიმე სხვას ვერ დავამატებთ.

2 დღის წინ
124 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ