"რაც არის, ეს არის" - პიკე მატჩის შემდეგ

"რაც არის, ეს არის" - პიკე მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ "ბაიერნთან" განცდილი კრახის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ეს არის, რაც არის. ახლა ასეთები ვართ. ჩვენ ვიბრძოლებთ, მაგრამ წინ რთული წელი გველოდება.

მატჩი გვასწავლის, რომ "ბაიერნი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ჩვენი მომავალი იმ ახალგაზრდებშია, რომლებიც მინდორზე გამოვიდნენ.

ხალხს მინდა შევახსენო, რომ სერხი რობერტო განაპირა მცველი არ არის და ის იქ გუნდის ინტერესების გამო თამაშობს... ქომაგებს აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვთ, მაგრამ პერსონალური ობსტრუქცია მტკივნეულია.

გვყავს ანსუ, უსმანი, კუნი... მოთამაშეები, რომლებიც დაბრუნდებიან და დაგვეხმარებიან.

შეიძლება ფავორიტები არ ვიყოთ, მაგრამ ნახეთ წინა სეზონის "ჩელსი". - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი "რეკორდმაისტერთან" მარცხით (0:2) გახსნა.

2 დღის წინ
1017 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ