"ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ" - კუმანის კომენტარი მატჩის შემდეგ

"ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ" - კუმანის კომენტარი მატჩის შემდეგ

როგორც იცით, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი საშინაო მარცხით გახსნა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სტუმრებს მინიმალური წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს და სავსებით სამართლიანადაც წააგეს, ანგარიშით 0:2.

მატჩის შემდეგ, კატალონიელთა თავკაცმა, რონალდ კუმანმა მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ მხოლოდ 3 ფორვარდი გვყავდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით კონკურენციის გაწევას, მაგრამ ეს არის ის, რაც გვაქვს."

"ჩვენ გვყავს ბიჭები, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ. ისინი 18-20 წლისები არიან და სხვა ფეხბურთელებთან არის განსხვავება, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკლებს. ჩვენ გუნდში ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გყავს, რომლებიც 2-3 წელიწადში ძალიან კარგები იქნებიან."

"ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ. ვერ ავხსნი. არის განსხვავება მათ და ჩვენ ფეხბურთელებს შორის. "ბაიერნმა" აჩვენა ვინაა უკეთესი გუნდი. არის განსხვავება ფეხბურთელებს შორის."

"ჩვენი გულშემატკივრები ხვდებიან როგორი სიტუაცია გვაქვს. რეალისტები უნდა ვიყოთ. ალბა ცუდად იყო წინა ღამეს. ლუკ დე იონგმა პირველი თამაში ჩაატარა. მოვლენები განსხვავდება დღევანდელობისგან. გუნდმა აჩვენა, რომ აქვს მომავალი და ეყოლება ისეთი გამაძლიერებლები, როგორიცაა ანსუ, აგუერო და დემბელე. ჩვენ გვყავს ძალიან ცოტა უმაღლესი დონის ფეხბურთელი.ჩვენ დავასრულეთ თამაში 4/5 მოთამაშით, რომლებიც მხოლოდ 18 წლის არიან." - განაცხადა კუმანმა.

 

 

2 დღის წინ
1005 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 191
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, ხერარდ პიკე, მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ