მთავარი მიზეზი, რის გამოც "ბარსელონა" კუმანს არ უშვებს

მთავარი მიზეზი, რის გამოც "ბარსელონა" კუმანს არ უშვებს

"ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ რონალდ კუმანი გუნდში სეზონის ბოლომდე იმუშავებს, - იტყობინება Catalunya Radio.

ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ კლუბი ნიდერლანდელისთვის ფინანსური კომპენსაციის გადახდას უფრთხის.

El Pais-ის მიხედვით, რონალდთან კონტრაქტის გაწყვეტა "ბლაუგრანას" 12 მილიონი ევრო დაუჯდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" 4 მილიონი ევრო კიკე სეტიენის ვალიც აქვთ, მივხვდებით, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია კლუბი და რატომ არ სურს კიდევ ერთი ხარჯის აკიდება.

გარდა ამისა, კატალონიელებს ესმით, რომ სანამ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები არ დაუბრუნდებიან, კუმანის საქმიანობის შეფასება უსამართლო იქნება.

ცნობისთვის, 58 წლის სპეციალისტს "ბარსასთან" ხელშეკრულება გაისად ეწურება.

1 თვის წინ
1564 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია