ცნობილია - რა ტაქტიკით ითამაშებს "ბარსელონა" "გრანადას" წინააღმდეგ

ცნობილია - რა ტაქტიკით ითამაშებს "ბარსელონა" "გრანადას" წინააღმდეგ

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი 3:5:2 ფორმაციით დაიწყო, რამაც გუნდს 3 გაშვებული გოლი და მიუნხენის "ბაიერნთან" წაგებული მატჩი მოუტანა.

Sport-ის ინფორმაციით, რონალდ კუმანი გეგმავს, რომ "ბლაუგრანა" "გრანადასთან" მატჩში ისევ 4:3:3 განლაგებით ათამაშოს.

როგორც იცით, მას მერე, რაც ნიდერლანდელი "ბარსას" სათავეში ჩაუდგა, ის ამ ორ ტაქტიკას გამუდმებით ანაცვლებს.

კუმანი სამმცველიან სქემას მაშინ უბრუნდება, როცა საკუთარი კარის უსაფრთხოებას უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ამართლებს ხოლმე.

ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, 58 წლის სპეციალისტის ამ გადაწყვეტილებებს კლუბში მხარდამჭერი ნაკლებად მოეძევება, რადგან თავად ჟოან ლაპორტასაც სურს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 3 ფორვარდით ითამაშონ.

ცნობისთვის, "ბარსელონასა" და "გრანადას" მატჩი ორშაბათს, 20 სექტემბერს, 23 საათზე დაიწყება.

1 თვის წინ
191 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 601
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია