როგორ გაიმართლა კუმანმა თავი ლაპორტასთან შეხვედრისას

როგორ გაიმართლა კუმანმა თავი ლაპორტასთან შეხვედრისას

"ბარსელონა" - "ბაიერნის" მატჩის დასრულების შემდეგ ჟოან ლაპორტასა და რონალდ კუმანს შორის საგანგებო შეხვედრა შედგა.

ესპანურ პრესაში ჯერ კიდევ გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, შეხვედრა ძალიან დაძაბული გახლდათ.

დღეს კი El Periodista-მ ის ფაქტორი გვამცნო, რომლითაც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თავი გაიმართლა.

წყაროს თანახმად, კუმანმა ხელი ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლისკენ გაიშვირა და თქვა, რომ მისი გუნდის კატასტროფული თამაში სწორედ ამის ბრალი იყო.

კლუბმა 58 წლის მწვრთნელს გამოსაცდელ პერიოდად მომდევნო 3 თამაში მისცა ("ატლეტიკოსთან" ჯახის გამოკლებით). იმ შემთხვევაში, თუ გუნდი რომელიმეში მაინც დაკარგავს ქულებს, რონალდს კარისკენ მიუთითებენ.

სხვათა შორის, "ბლაუგრანას" ლეგენდასთან კონტრაქტის გაწყვეტა კატალონიელებს 12 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

1 თვის წინ
334 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 601
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია