"დიდ მატჩებში ის ჰოლოგრამაა" - Mundo Deportivo დე იონგს უტევს

"დიდ მატჩებში ის ჰოლოგრამაა" - Mundo Deportivo დე იონგს უტევს

მიუნხენის "ბაიერნთან" გამართულ მატჩში "ბარსელონას" ქომაგებმა გუნდის მეოთხე კაპიტანს, სერხი რობერტოს უსტვინეს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, 29 წლის ფეხბურთელზე ამან იმდენად იმოქმედა, რომ გასახდელში მან ცრემლებიც კი ვერ შეიკავა.

მართალია, სერხიმ ალფონსო დევისთან დუელი პირწმინდად წააგო, მაგრამ მაინც საინტერესოა, თუ რატომ უტევენ ფანები მხოლოდ მას, როცა მატჩი მთელმა გუნდმა ჩააგდო.

ამ აზრზეა Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლოც, რომელმაც თავის წერილში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნიდერლანდელ ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს გაკრა კბილი.

"ბაიერნთან" ფანებმა რობერტოს უსტვინეს. ალბათ, ის წარმოადგენს იმ განტევების ვაცებს (კაპიტნებს), რომლებსაც ქომაგები ყველაფერს აბრალებენ. ვითარება ასეთია, მაგრამ იქნებ ვინმემ ხმა ფრენკი დე იონგზეც ამოიღოს. ის ხომ 80 მილიონი ევრო დაჯდა...

დიდ მატჩებში - "რეალის", "ატლეტიკოს", "იუვეს", "პსჟ-ს" ან ბაიერნის წინააღმდეგ - ის ჰოლოგრამა იყო. მას წონა არც თამაშში ჰქონია და არც ტაბლოზე. დროა, რომ ფრენკიმ სიტუაცია შემოატრიალოს, რადგან თუ ასე გაგრძელდა, გულშემატკივრები შემდეგს მას დაუსტვენენ," - წერს პოლო.

1 თვის წინ
1199 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია