ანსუ ფატი თავს კარგად გრძნობს - დაბრუნება ახლოსაა

ანსუ ფატი თავს კარგად გრძნობს - დაბრუნება ახლოსაა

"ბარსელონას" 18 წლის თავდამსხმელის, ანსუ ფატის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა.

Què T'hi Jugues-ის თანახმად, ახალგაზრდა ფორვარდი დღეს თავის ბოლო სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს. ის თავს კარგად გრძნობს და ტკივილი აღარ აწუხებს.

ანსუ სრული დატვირთვით უკვე გუშინდელიდან ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, მისი "გრანადასთან" თამაში მაინც ნაადრევია.

დიდი ალბათობით, ფატის მოედანზე მომავალ ხუთშაბათს, "კადისის" წინააღმდეგ ვიხილავთ.

ადრია ალბეტსის ინფორმაციით, ესპანელი დღეს "ბლაუგრანასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასაც უახლოვდება.

წყაროს მიხედვით, ანსუს აგენტი, ჟორჟე მენდეში "ბარსას" წარმომადგენლებს უახლოეს საათებში შეხვდება. 

ფატიმ პორტუგალიელს უთხრა, რომ მისი პრიორიტეტი "კამპ ნოუზე" დარჩენაა. ანსუ და თავისი ოჯახი მზადაა, ამისთვის ფინანსურ მსხვერპლზეც წავიდეს და კლუბისგან მოსალოდნელზე ნაკლები ხელფასი მიიღოს.

1 თვის წინ
167 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია