"ყოველთვის მიწაზე ნუ ეცემი" - ტერ შტეგენი პიკეს გაუბრაზდა

"ყოველთვის მიწაზე ნუ ეცემი" - ტერ შტეგენი პიკეს გაუბრაზდა

მიუნხენის "ბაიერნთან" კიდევ ერთხელ დამარცხებამ "ბარსელონას" ქომაგებსა და ფეხბურთელებში თანაბარი გულისწყრომა გამოიწვია.

ბუნებრივია, ისე უსუსურ სტილში წაგებამ, როგორადაც "ბლაუგრანამ" წააგო, ამ გუნდის ყველა წევრი გააღიზიანა.

განსაკუთრებით გაბრაზებული იყო მარკ ანდრე ტერ შტეგენი, რომელმაც ბავარიელთა მესამე გოლისას ხერარდ პიკეს უყვირა.

"ყოველთვის მიწაზე ნუ ეცემი! ფეხზე დარჩი!" - უთხრა გერმანელმა 34 წლის მცველს.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერის" უკანასკნელი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ შეაგდო. პოლონელმა გვერდი მიწაზე გართხმულ პიკეს აუარა, რითაც კარში დარტყმაც გაიადვილა.

სხვათა შორის, ეს ჩანაწერი El Chiringuito-მ მოიპოვა.

1 თვის წინ
325 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია