5 კანდიდატი, რომელსაც ლაპორტა კუმანის შემცვლელად განიხილავს

5 კანდიდატი, რომელსაც ლაპორტა კუმანის შემცვლელად განიხილავს

როგორც იცით, "ბარსელონას" ოფისში დღეს კლუბის დირექტორთა სხდომა გაიმართა.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სხდომაზე "ბლაუგრანას" ამჟამინდელი თავკაცის, რონალდ კუმანის მომავალიც იქნა განხილული.

Catalunya Radio-ს თანახმად, საბოლოო პოზიცია კვლავ უცვლელია და ნიდერლანდელ სპეციალისტს შანსი უახლოეს მატჩებში მიეცემა, რათა მან შედეგები გამოასწოროს.

არადა, OnzeTV3-ის ინფორმაციით, ბორდის ზოგიერთ წევრს სურდა, რომ კუმანი პოსტიდან დაუყონებლივ გაეთავისუფლებინათ. ისინი იმ 12 მილიონი ევროს გადახდისთვისაც კი იყვნენ მზად, რომელიც 58 წლის მწვრთნელი კომპენსაციის სახით მიიღებდა.

მნიშვნელოვან ცნობას ავრცელებს btveSports-იც, რომელიც წერს, რომ ჟოან ლაპორტა კუმანის შესაძლო შემცვლელად ამ 5 კანდიდატს მოიაზრებს:

ჟორდი კრუიფი

სერგი ბარხუანი

ჰენრიკ ლარსონი

ჩავი ერნანდესი

ერიკ ტენ ჰაგი

შეგახსენებთ, რომ ჟორდი კრუიფი ამჟამად "ბარსას" ხელმძღვანელობაშია დასაქმებული; ბარხუანი "ბარსელონა B"-ს წვრთნის; ლარსონი კუმანის ასისტენტია; ჩავი ერნანდესი ყატარულ "ალ სადს" უდგას სათავეში, ხოლო ტენ ჰაგი ამსტერდამის "აიაქსის" თავკაცია.

1 თვის წინ
2739 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია